თანამედროვე დროში ალუმინის საფასადე სისტემები იმდენად მრავალფეროვანია, რომ საშუალებას აძლევს არქიტექოტორებს, პროექტირებისას რეალიზაცია გაუკეთონ ყველაზე მოთხოვნად არქიტექტურულ ტენდენციებს და ამასთანავე შესძენს თქვენს შენობას თანამედროვე იერსახეს. იგი საშუალებას იძლევა დიდი რაოდენობით დღის სინათლემ შეაღწიოს შენობაში, ამავდროულად ქმნის ნათელ და სასიამოვნო გარემოს.იმისათვის რომ გაუმჯობესდეს შენობის ექსტერიერი, ალუმინის ხუფები ან მინის წერტილოვანი დამჭრები შეიძლება შეიღებოს სხვადასხვა ფერებად, რათა ჰარმონიაში იყოს მინის ფერთან. ყოველივე ეს კი ქმნის თანმიმდევრულ, ჰარმონიულ შენობის ფასადს. ხელმისაწვდომი მინის ფართო არჩევანი და ფერთა სპექტრი შეიძლება გათვალიწინებული იქნას შენობის დაპროექტებისას. მინის შერჩევის დროს გათვალიწინება უნდა მოხდეს ისეთი მონაცემების როგორებიც არიან: მზისა და დაჩრდილვის ფაქტორები, თერმული და ხმის იზოლაცია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს არის უსაფრთხოება. გაუმჯობესებული ტექნიკური მაჩვენებლიანი (დაბალემისიური მინა) და მზის საკონტროლო მინის გამოყენებით, შენობაში ენერგიის მოხმარება მინიმუმამდე შეიძლება იყოს დაყვანილი. ასეთი ტექნოლოგიის მინები საშუალებას იძლევა, რომ შენობა ზაფხულის განმავლობაში დარჩეს გრილი, ხოლო ზამთარში კი მინიმუმამდე შემცირდეს სითბოს დანაკარგები.
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ალუმინის საფასადე სისტემებს:
ალუმინის ხუფოვანი საფასადე სისტემები
სტრუქტურული მინის საფასადე სისტემები
მინის წერტილოვანი დამაგრების საფასადე სისტემები