• facebook
  • youtube
  • skype

ZENDOW - ის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის სისტემა

ზოგადი მახასიათებლები

გამომდინარე საუკეთესო დიზაინიდან და ესთეთიკიდან სისტემა ადვილად თავსებადია ნებისმიერ სახლის დიზაინთან. სისტემა ზედმიწევნით დაპროექტებულია ისე, რომ მოერგოს თქვენს მოთხოვნებს.

მაღალი დონის იზოლაცია

სისტემა დაპროექტებულია 5 კამერით, 70 მმ-იანი სიგანის ჩარჩოს პროფილით. ZENDOW-ს სისტემა უზრუნველყოფს საუკეთესო მაჩვენებელს თბოდანაკარგის კუთხით. ძირითადი თბოდანაკარგის კოეფიციენტი (Uf) ამ კონკრეტული სისტემის არის 1,3 - 1,4 W/m2K რაც დამოწმებულია ტესტირების შედეგებით, რომლებიც ჩატარდა მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული გერმანული ლაბორატორიის „IFT Rosenheim“-ის მიერ.

აკუსტიკური მონაცემები

აკუსტიკური იზოლაცია ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც თქვენ ცხოვრობთ დღევანდელი მსოფლიოს ხმაურიან გარემოში. ZENDOW-ს სისტემაში თითოეული კამერა დამატებით იყოფა კიდევ ორ კამერად რაც უზრუნველყოფს უკეთეს აკუსტიკურ იზოლაციას. უკვე არსებულ პლასტმასის სისტემებისათვის დამახასიათებელ მონაცემებს ემატება ZENDOW-ს კამერების აგებულების გეომეტრია, რაც გარდაქმნის მყუდრო და კომფორტულ გარემოდ თქვენს საცხოვრებელ სახლს, გინდაც ის მდებარეობდეს ხმაურიან ადგილას ინტენსიური მოძრაობით, რისთვისაც საჭიროა უმაღლესი დონის აკუსტიკური იზოლაცია.

სტატიკური ძალა

გაომდინარე პროდუქციის (პროფილების) მრვალფეროვნებიდან ZENDOW-ს სისტემა შესაძლოა მოერგოს თითქმის ყველანაირ მოთხოვნებს. დამატებითი სიხისტის არმირება და პლასტმასის გარე პროფილები არის საუკეთესო გადაწყვეტა ქარიანი ადგილებისათვის.

გარემოზე ზრუნვა

კარებები ZENDOW-ს სისტემაში ქმნის უფრო ჯანსაღ გარემოს, გამომდინარე მისი მაღალი დონის იზოლაციიდან და გამოირჩევა მისი სიცოცხლისუნარიანობით. მასში შემავალი ნედლეული არის 100 %-ით მეორადად გადამუშავებადი მისი სიცოსხლის ციკლის ბოლოს.

ტექნიკური მონაცემები

პროფილების სიგანე    : 70 mm
კამერების რაოდენობა    : 5
რეზინის შუასადებების რაოდენობა: 2 ან 3(შუა რეზინით)
რეზინის შუასადების ტიპი: TPE ნაცრისფერი/შავი
მინაპაკეტის სისქე: 4, 20, 24, 30, 36, 44 mm
სტანდარტი    : TS 5358 - EN 12608-B Class
თბოდანაკარგის კოეფიციენტი: Uf: 1.3 W/m2K (შუა რეზინი) Uf: 1.4 W/m2K

0
up
0
up
0
up
0
up