• facebook
  • youtube
  • skype

მეტალის კარებები

ჩვენ გთავაზობთ შავი ან უჟანგავი სტრუქტურული მეტალის კარ-ფანჯრებს, სპეციალურად დამზადებულს თქვენი პროექტისთვის. ასეთი მასალისგან აწყობილი კარებები ძირითადად გამოიყენება ცენტრალური შესასვლელი კარებებისათვის, რომლის მიმართაც არის რიგი მოთხოვნები, როგორიცაა: დიდი გაღებადი ფრთის ზომები, ენერგო ეფექტურობა, გამძლეობა და დამატებით ქურდობისგან დაცვა ან ტყვიაგაუმტარობა. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ შეგიძლიათ დაუკვეთოთ ნებისმიერი ცეხლმედეგობის კლასის კარ-ფანჯრები. დაწყებული E30-E120 და ასევე EI30-EI120. 

მეტალის მაღალი მედეგობიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე, იგი იდელურია მაღალი დატვირთვის შენობებისათვის როგორებიც არიან: სავაჭრო ცენტრები, სკოლები, საავადმყოფოები, სპორტული კომპლექსები, სასტუმროები და სხვა ... უჟანგავი მეტალი კი მატებს კარ-ფანჯრებს განუმეორებელ შესახედაობას და ამცირებს მათი დამატებით მომსახურებობას მინიმუმამდე. 

მეტალის კარ-ფანჯრები ასევე შეიძლება აიწყოს თერმო ხიდით აღჭურვილი მეტალის პროფილებისგან, რაც ნაკეთობას მატებს თერმულ იზოლაციას და აღწევს საუკეთესო მაჩვენებელს. 

შესაძლებელია აიწყოს ცალფრთა ან ორფრთა კარებები ან ფანჯრები,  მეორე ყრუ მხარით ან მის გარეშე.

შესაძლებელია კარებებში ჩაყენდეს მეტალის ფურცელი. 

 

დამატებითი ალტერნატივები:

თითის ანაბეჭდის ამომცნობი ფუქციით საკეტი

კარის ინტეგრირებული მიმხური

მულტი ჩამკეტი (კეტავს რამოდენიმე წერტილში)

კარის ავტომატური მექნიზმები

ემერჯენსი კარის მექნიზმები

სპეციალური გეომეტრიები (არკები)

0
up
0
up
0
up
0
up